ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა “ვარდების მოედნიდან” ჯერ ქაშუეთის, ხოლო შემდეგ სამების მიმართულებით უკვე დაიწყო. მსვლელობაში სხვადასხვა ვოკალურ- ქორეოგრაფიული ანსამბლები და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის„ წევრები მონაწილეობენ. მსვლელობის მონაწილეებს ,ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ, მსვლელობა ლოცვის ფონზე მიმდინარეობს.
ვარდების მოედნის პარალელურად ფილარმონიასთან გვარები იკრიბებიან , რომლებიც დღეს პატრიარქმა უნდა დალოცოს.
12 მაისის ღონისძიებების მესამე ლოკაცია ქაშუეთის ტაძარია, სადაც დღეს 10 მეუფის მიერ წირვა აღევლინა. ტაძრის ეზოში მრავალშვილიანი ოჯახები არიან შეკრებილი. ოჯახები რომლებსაც 6 შვილი ჰყავთ დღეს დაილოცებიან.
სამივე ლოკაციიდან მრევლი და მსვლელობის მონაწილეები, სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან, სადაც დღის 2 საათზე ერს პარტიარქი ილია მეორე დალოცავს.