„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი „სტერეო პლუსის“ განცხადებას პასუხობს. პაატა სალია საზოგადოებრივ მაუწყებელთან აღნიშნავს, რომ, ხვალ, ღამის 12:00 საათზე „რუსთავი 2“ არ გაითიშება და მაუწყებლობას გააგრძელებს.
„სტერეო პლუსმა“, რომელიც საქართველოში ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს, დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, დავალიანების გამო პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ.
„რუსთავი 2“-სა და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ
ეს გამოწვეულია დავალიანების გამო, რომელიც ამ კომპანიებმა 1 აგვისტომდე უნდა გადაიხადონ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღეს.
