LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ბოქსირებულ პალატაში განაგრძობს მკურნალობას

624
1599835493461605

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მკურნალობას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოქსირებულ პალატაში განაგრძობს.

როგორც ჟურნალისი აღნიშნავს, თავს ნორმალურად გრძნობს და მისი მდგომარეობა ვირუსის ფონზე დამაკმაყოფილებელია. როგორც თეონა ცხომელიძემ კურიერთან საუბრისას აღნიშნა, ეპიდემიოლოგებთან საუბრისას, თითქმის დადასტურდა, რომ მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანია.

რაც შეეხებათ ტელეკომპანია “რუსთავი 2” თანამშრომლებს, ისინი PCR ტესტის პასუხების მოლოდინში არიან. ინფორმაცია რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. უკვე ორი დღეა “რუსთავი 2-ში” უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. კორონავირუსის შემთხვევის დადასტურებისთანავე შენობაში სამუშაოები დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა. ჩატარდა დეზინფექცია და სხვა შესაბამისი პროცედურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g