მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.
“გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). მოედი მენეჯმენტის უფლებამოსილება შეჩერებულია. ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!”-წერს გვარამია ფეისბუქზე.