“რუსთავი 2”-სა და TV საქართველოს იურისტების საპაექრო სიტყვით გაგრძელდება დღეს საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში. დღესვე ისინი ახალ შუამდგომლობებს დააყენებენ.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ამის შემდეგ მხარეებს რეპლიკების უფლება ექნებათ და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. დღეს გამოაცხადებს მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილებას თუ ამისთვის რამდენიმე დღე დასჭირდება, ეს პროცესის დასასრულს გაირკვევა.
ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია მიიღებს თუ არა მოსამართლე დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილებას.
დღევანდელი პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.