LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელშეკრულებას, სადაც წერია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია, ხელს ქიბარ ხალვაში აწერს – იურისტის თქმით, ხელმოწერა ყალბია

288
oqro

ბერლინში გაფორმებული ხელშეკრულება და დავა რუსთავი2-ის გარშემო – დოკუმენტს ხელს, სავარაუდოდ, ქიბარ ხალვაში აწერს, სადაც წერია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს, მანამდე კი ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმაც გააკეთა. 

ოქრუაშვილი ამ შეთანხმების დარღვევის გამო სასამართლო დავას იწყებს. ის საქართველოში დღეს ღამით ბრუნდება. მანამდე კი მისმა წარმომადგენლებმა სასამართლოს ხალვაშის წილების დაყადაღების მოთხოვნით უკვე მიმართეს.

შეთანხმებას ხალვაშის იურისტი ყალბს უწოდებს. პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა გაყალბებულია. ამ მოტივით და ხალვაშის მოთხოვნით კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული ამჯერად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

„რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები