რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი შვიდ ივნისს 10:00 საათიდან განახლდება. პროცესი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სააპელაციო შესაგებლით გაგრძელდება. ამის შემდეგ „რუსთავი 2“-ის შესაგებელი სიტყვა იგეგმება, ხოლო შემდეგ სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავა. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან „რუსთავი 2“-ის ადვოკატები გააძევა. ამასთან, კოლეგიამ ადვოკატ დიმიტრი ძაგნიძეს 100 ლარი, თამთა მურადაშვილს 300 ლარი, ხოლო დიმიტრი საძაგლიშვილს 500 ლარი ჯარიმა შეუფარდა.