ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის შენობაში პროკურორები არიან. კომპანიაში საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს. საუბარია დოკუმენტაციის ამოღებაზე.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება კომპანიის იმ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული.
ცნობისთვის, „ინტერმედიიდან“ დოკუმენტაცია საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გუშინ ამოიღეს.