რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა, რა დროსაც, სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
