LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი2: “მუქარის წერილი” გახარიასგან ხაზარაძეს ბადრი ჯაფარიძემ გადასცა

258
collage

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი სავარაუდოდ ასევე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გადასცა, – ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არხის ცნობით, მამუკა ხაზარაძისთვის გზავნილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს გადასცა, რომელიც მისი მეზობელია.

რუსთავი2 აცხადებს, რომ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალურმა პროკურატურამ 6 მარტს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სასამართლოში მისი დაკითხვის შემდეგ არ უპასუხეს კითხვას, რა ფორმით მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილი. როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე ისაუბრა როგორც წერილის შინაარსზე, ასევე იმაზე, თუ რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი. „სასამართლოზე დაკითხვისას პროკურატურას გადაეცა წერილის ასლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g