ერთი კვირის წინ გამოცხადებული გაფიცვის შემდგომ, „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. მუშები დათანხმდნენ ადმინისტრაციის წინადადებას, რომელიც მათ მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, საწარმოს ხელმძღვანელობამ კი, შრომის ანაზღაურების 250 და 125 ლარით მომატება შესთავაზა.
რუსთავის აზოტის საწარმოს ადმინისტრაციის შეთავაზებას გაფიცული თანამშრომლების ნაწილი დათანხმდა
საწარმოს ფინანსური დირექტორის, ალექსანდრე ლატარიას ცნობით, მათ, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, 250 ლარი დაემატება, ხოლო მათ, ვისაც 1000 ლარზე მეტი – 125 ლარი.
გაფიცულები სამუშაო ადგილებზე იმ პირობით დაბრუნდნენ, რომ ხელმძღვანელობის ზეპირი შეთავაზება დოკუმენტურად დადასტურდება.
„რუსთავის აზოტში“ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500-1000 ლარია. შრომის ანაზღაურებით უკმაყოფილო ღამის ცვლის მუშები 26 აპრილს, სპონტანურად გაიფიცნენ, 28 აპრილს კი, მათ მთელი საწარმო – 2000-მდე თანამშრომელი შეუერთდა.
რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას არ თანხმდებიან
გაფიცვის პერიოდში საწარმოს მენეჯმენტთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერები და მათი იურისტები.