LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავის აზოტის” თანამფლობელი საპარტნიორო ფონდი გახდება

144

ევრობანკსა (EBRD) და ლოიალ კაპიტალ ჯგუფში (LCG ) შემავალ საწარმოს, ”რუსთავის აზოტს” შორის უპრეცენდენტო  დაფინანსების  შესახებ  შეთანხმებას მოეწერა ხელი.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, 155 მილიონიანი ფინანსირების პაკეტი ქართული სასუქოვანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია “რუსთავის აზოტის” ამიაკის ხაზის წარმოებას და რეაბილიტაციას მოხმარდება, რის  შედეგადაც, ენერგიის მოხმარება 30%-ით შემცირდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დაფინანსების შემდეგ, რუსთავის აზოტში  წარმადობა გაიზრდება და  საექსპორტო პოტენციალი გაორმაგდება.

155 მილიონი დოლარის დაფინანსებიდან, რეფინანსირებისთვის 125 მილიონს EBRD გასცემს, ხოლო 30 მილიონს საქართველოს ბანკი.

EBRD-ის მიერ გაცემული 125 მილიონიდან, 50 მილიონი EBRD-ის საკუთარი სახსრებია, 25 მილიონი ჰოლანდიური ბანკი FMO-ს, ხოლო 50 მილიონი ლუქსემბურგში არსებული East West United Bank-ის.

EBRD-ის სესხის გაცემის მომენტისთვის, რუსთავის აზოტის თანამფლობელი  საპარტნიორო ფონდი გახდება. შეთანხმების წარმატებით დასრულებაში სახელმწიფოს მხრიდან სწორედ საპარტნიორო ფონდი მონაწილეობდა.

„რუსთავის აზოტის“ წლიური წარმოება, ამ ეტაპზე, 500 000 ტონა გვარჯილა და 220 000 ტონა ამიაკია. კომპანიაში 2 200 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g