LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

saavadmyofo

გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა.

როგორც ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევს. ექიმების თქმით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა.

ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g