წუხელ, გვიან ღამით, რუსთავის მე-20 მიკრორაიონში სახლის პირველი სართულის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 3 წლისაა და ის ამ დროისთვის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია. კლინიკის ინფორმაციით, ბავშვს სახის ზედაპირული დაზიანება ჰქონდა, ექიმებმა მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარეს. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა.
7 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა