რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა. როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოწამლულები ბებია, დედა და 4 არასრულწლოვანი. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ჩოხელის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. მოწამლულები სასრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.