ინციდენტში მონაწილე გოგონები ნათესავები არიან. მედიაში რუსთავში არასრულწლოვნის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა.
გოგოებს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.
17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის სახლში უკვე გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება