რუსთავის მე-17 მიკრორაიონში ავტოსადგომის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და უახლოეს წუთებში მისი ლიკვიდაცია მოხდება.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ცეცხლის ავტომანქანებზე გადადების საშიშროებაც არ არის.