LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს, დღეს ქუჩაში გარდაიცვალა

1649
korona-1

რუსთავში, 21 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ კოვიდსასტუმროდან გაწერეს, დღეს გარდაცვლილი ნახეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილი ბიჭის მეგობარმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა, ბიჭი ქუჩაში მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

„ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა, თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა“, – ამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.

ამ დროისთვის უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g