რუსთავში ბელიაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. სავარაუდოდ, წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებული ბუნებრივი აირის ნამწვით, 40-წლამდე ასაკის ქალმა და 12 წლის ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღეს.
ქალბატონი, წინასწარი ინფორმაციით, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს, გოგონა კი კონტაქტური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.