რუსთავში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ქალს და 10 წლამდე ბავშვს დაეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დედა–შვილი ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა.
დაშავებულები სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.