LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

tevzi

რუსთავში, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით უკანონოდ თევზაობდა.

„ადგილზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მისვლისთანავე, მოქალაქეები ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. მათზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანაში ნანახი იქნა გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე ელ.სადენებით, ჰაერის ტუმბო და 60 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. მძღოლმა ელექტროშოკური აპარატის გადამალვის მიზნით, ავტომანქანის გაჩერების ადგილიდან გაქცევა მოახერხა.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში,“ – ნათქვამია ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები