LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში გაზით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი

10799324_731194400294049_465471744_n

რუსთავში, მეგობრობის გამზირის #12ა-ში, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. წინასწარი ინფორმაციით, Co-თი ინტოქსიკაცია 6 წლის ბავშვმა და მისმა 32 წლის დედამ მიიღეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური ჯგუფი. 6 წლის ბავშვი ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, დედა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ორივე კონტაქტური იყო.

გვიან ღამით ინტოქსიკაციის მეორე შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი მამაკაცი მოიწამლა Co-თი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g