საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. მათ შორის “კოვიდ 19” 6 წლის ბავშვს და მის დედას დაუდასტურდა. ისინი ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსდნენ. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, დედა-შვილი თურქეთიდან რამდენი დღის წინ ჩამოვიდა.
“ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს “კოვიდ 19″. დღეს სამი პაციენტი დაემატა. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს სოლოღაშვილი.
ცნობისთვის, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 51 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია.
ასევე იხილეთ:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა
2 ახალი ინფიცირებული სომხეთიდან შემოვიდა – მარინა ეზუგბაია
კოროავირუსის ვაქცინა შესაძლოა შემოდგომაზე იყოს მზად – ოქსფორდელი მეცნიერები
