სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.
სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლე დღეს მოიწამლა. მოსწავლეებს დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. ყველა მათგანი შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანი მიირთვეს.