LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში მშობიარე ცოლს ქმარი ველოსიპედით გაეკიდა

295
y8twr2fctx07k46

მშობიარე ცოლს ქმარი ველოდიპედით გაეკიდა. ამის მიზეზი ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა გახდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა.

მას შემდეგ, რაც 28 წლის ქალს მშობიარობა დაეწყო, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. იმის გამო, რომ ქმარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ახერხებდა გადაწყვიტა სასწრაფოს ველოსიპედით გაჰყოლოდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდა ქალი რუსთავის სამშობიარო სახლში მიიყვანა, სადაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. წყვილს ბიჭი შეეძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები