რუსთავში ქიმიურ საწარმო შპს “ემენ ქემიკალ ჯორჯიაში” მუშა დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი 50 წლამდე მამაკაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.
მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესის დარღვევა, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.