LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე მამა-შვილს ავტომობილი შეეჯახა

213
ავტოსაგზაო შემთხვევა

გასულ ღამეს, რუსთავში, ქვეითთა გადასასვლელზე მამა-შვილს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. დაშავებული მამაკაცი და მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში, უგონოდ, 3-ბალიანი კომის შეფასებით შემოიყვანა, მაშინვე დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, პაციენტის შემოყვანის დროს, ვიტალური პარამეტრები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი იაშვილის სახეობის კლინიკაში უკვე სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანა. ძირითადი ტრავმა იყო თავის ტრავმა“, – განუცხადა ექიმმა „ინფო რუსთავს“.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ფოტო სლაიდზე: „ინფო რუსთავი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g