16 ივლისს, რუსთავში, პუერტო-რიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება. ლათინური პოპის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ჩვენ ქვეყნაში ჩანიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით, ლეგენდარული შემსრულებლის ოფიციალურ ვებგვერდზეც დასტურდება.
კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, მათი ფასი კი 200, 300 და 1500 ლარია.
ცნობისთვის, რიკი მარტინის მუსიკალური კარიერა 35 წელს ითვლის. მის ცნობილ ჰიტებს შორისაა: María, Livin’ la Vida Loca და She Bangs.