რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტრო ძრავების ჯიხურში გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლის ლიკვიდაცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად ელექტრო ძრავების ჯიხური მთლიანად დაიწვა, ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.