არსებული ინფორმაციით, მაჩაბლის ქუჩაზე რუსთავის საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს.
მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ეზოში მამაკაცებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი.