LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს

lenti

რუსთავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც შსს-მ „ფორტუნას“ განუცხადა, დაჭრილ მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.

ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები