რუსთავში, ვაქცინაციის ცენტრებამდე, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მუნიციპალური ავტობუსებით განხორციელდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მგზავრთა გადაყვანა, #2, #6 და #7 ავტობუსებით დილის 08:30 საათიდან 18:30 საათამდე, სპეციალურად შედგენილი მარშრუტებით მოხდება.
„#2 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა;
#6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი;
#7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.