LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან ფეტვიაშვილი: „ბავშვს ყოველთვის უნდა მისცე სტიმული, რომ კიდევ დახატოს, არ უნდა დაუწუნო, არ უნდა უთხრა -„ეს რა დაგიხატია“, „მოდი შეგისწორო“

164
რუსუდან ფეტვიაშვილი

„არასდროს არც ერთმა უფროსმა ბავშვს ნახატი არ უნდა შეუსწოროს, იმიტომ რომ იმ ბავშვმა იცის ის ნახატი რატომაც დახატა“, – ამის შესახებ მხატვარი, რუსუდან ფეტვიაშვილი გადაცემაში „სასწაულის ძიებაში“ საუბრობს.

ცნობილი მხატვარი ამბობს, რომ ბავშვს ყოველთვის უნდა მისცე სტიმული, რომ კიდევ დახატოს.

რაც შეეხება ბავშვის შექების გადაჭარბებას, რუსუდან ფეტვიაშვილი ამბობს, რომ ბევრ ქებას ისეთივე ზიანი მოაქვს, როგორც დათრგუნვას:

„აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი ხატავდეს, მისთვის ეს აუცილებელი მომენტია, რადგან ამ დროს ბავშვი თვითრეალიზაციას აკეთებს. უყვარს თავისი გაკეთებული, შედეგს ხედავს, ეს მისთვის ძალიან დიდი განტვირთვის საშუალებაა და თვითდაჯერების მომენტი, რომ რაღაც გააკეთა და ამას ხედავს რაც გააკეთა.

ბავშვს ყოველთვის უნდა მისცე ის გასაქანი, რომ მას ყოველთვის ჰქონდეს სტიმული, რომ კიდევ დახატოს, არ უნდა დაუწუნო, არ უნდა უთხრა -„ეს რა დაგიხატია“, „მოდი შეგისწორო“. რა უნდა შეუსწორო, შენ რა იცი იმ ბავშვმა რა დახატა. როგორ შეიძლება უფროსმა ბავშვს შეუსწოროს ნახატი, როცა საერთოდ ვერ ხვდება, რატომ მიაბა ის იქ და რატომ მოაბა ეს აქ.

არასდროს არც ერთმა უფროსმა ბავშვს ნახატი არ უნდა შეუსწოროს, იმიტომ რომ იმ ბავშვმა იცის ის ნახატი რატომაც დახატა. თუ ის ვერ ხატავს იმიტომ, რომ ჯერჯერობით მის შესაძლებლობებს აღემატება, მოვა დრო და თავად მიხვდება და თავადვე გაასწორებს. მე პატარა ბავშვებს ვგულისხმობ, 12 წლის ასაკამდე.

რაც შეეხება ბავშვის შექების გადაჭარბებას, ისეთივე ზიანი მოაქვს, როგორც დათრგუნვას. როცა ვმუშაობდი, მაშინვე დედას და მამას ვაჩვენებდი ნამუშევარს, ისინი აღფრთოვანებას გამოხატავდნენ და ეს ძალიან მჭირდებოდა“, – ამბობს მხატვარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g