ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სასიხარულო სიახლეს ავრცელებს. მისი თქმით, ქართველი მხატვრის რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აღიარებას იძენს. ნიუ-იორკში, როქფელერ ცენტრში რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენა გაიმართა.
ივერი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ფეტვიაშვილის შემოქმედების მასშტაბს და აღნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერ ბოლომდე ვერ აფასებს მის მნიშვნელობას. გარდა ამისა, იგი ამაყად აცხადებს, რომ ოქტომბრიდან კომპანია „Villeroy & Boch“-თან თანამშრომლობით, ფეტვიაშვილის ნამუშევრების მიხედვით შექმნილი ჭურჭლის პირველი კოლექცია გამოვა.
მომღერალი ამ მოვლენას ქვეყნისთვის საამაყოდ მიიჩნევს და საზოგადოებას მოუწოდებს, იამაყონ ქართველი ხელოვანით.
„საოცრება სახელად რუსუდან ფეტვიაშვილი! ჩვენი ქვეყანა ბოლომდე კიდევ ვერ ხვდება თუ რა მასშტაბის ხელოვანი ჰყავს. დღეს მისი ულამაზესი ქმნილებების გამოფენა შედგა ნიუ-იორკის „როქფელერ ცენტრში“.
ოქტომბრიდან „Villeroy & Boch“-თან თანამშრომლობით, გამოვა რუსუდანის ნახატების მიხედვით შექმნილი ჭურჭლის პირველი სერია ❤️❤️❤️👏👏👏 იამაყე ერო!! 👏👏❤️👌🏼“, – წერს თამარ ივერი.
