თამარ ივერი თავის მოსწავლეს, მარიამ მეტრეველს დიდ წარმატებას ულოცავს. მან კლასიკური დებიუტის დაჯილდოვებაზე პირველი პრემია აიღო:
„ვულოცაააავ! ნიუ იორკში ჩემმა მოსწავლემ ძალიან პრესტიჟული კონკურსის – წარმატებული კლასიკური დებიუტის დაჯილდოებაზე პირველი პრემია აიღო და ის 14 ნოემბერს ნიუ იორკის „არნეგი ჰოლში” გამარჯვებულების გალაკონცერტზე წარდგება!!
მარიამის ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავს… წელიწადნახევრის წინ, ნიუ იორკში ერთ-ერთი ქართული რესტორნის ერთ ლამაზ მიმტან გოგოს მოვკიდე ხელი და შიშველი ენთუზიაზმით, ნულიდან დავიწყეთ ვოკალზე მუშაობა. ის წუხდა,რომ მისი არავის სჯეროდა! მის ოპერით გატაცებას არასერიოზულად და ქილიკით უყურებდნენ. მაგრამ მისი თავდაუზოგავი და ჩემთან სწორი მუშაობით შედეგი და საკმაოდაც დიდი შედეგი დადო!!!
ასე რომ, შრომას, მიზანდასახულობას და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დაფასება!!
გილოცავ, მარიამ, გულით! სულ წარმატებებით გევლოს!!!“
