LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ყველაზე წარუმატებლები ის ბავშვები არიან, რომლებიც იზრდებიან შეგნებით, რომ ვარსკვლავები უნდა გახდნენ…“

208
თამარ ივერი

საოპერო მომღერალი თამარ ივერი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს, თუ როგორ წარმოედგინა საკუთარი მომავალი პატარაობისას და დასძენს, რომ შესაძლოა, ბავშვობაში დიდი წარმატების სურვილი მომავალში დიდ წარუმატებლობას უკავშირდებოდეს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რაც შექმენით, რამდენად ჰგავს თქვენს ოცნებებს?

– ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ასეთი რამ. სხვათა შორის, ყველაზე წარუმატებლები ის ბავშვები არიან, რომლებიც იზრდებიან შეგნებით, რომ ვარსკვლავები უნდა გახდნენ. ვინც არაფერს მოელის ცხოვრებისგან და ფუტკარივით მუშაობს, ის აღწევს ყველაფერს. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ განვლილი გზით, მსოფლიო კარიერით, პირველი დონის მსოფლიო თეატრებში გამოსვლით, ეს იყო დიდი შრომისა და თავდადების შედეგი. თუმცა, ადამიანს ყოველთვის სურს, კიდევ მეტი შექმნას. მეც მინდოდა, კიდევ სხვა ფორმით დამეინტერსებინა საზოგადოება და 2022 წელს ამიტომაც შევქმენი ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დღემდე ვეხმარები ახალგაზრდა მომღერლებს კარიერის აწყობაში, რომ ის დაბრკოლებები, რაც მე გავიარე, მათთვის აღარ გახდეს ხელის შემშლელი. წელს, სექტემბერში ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მადლიანი საქმე გავაკეთე, რომელმაც ბევრ მომღერალს გაუხსნა გზა მსოფლიო კარიერისკენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გაუხსნის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები