„პოსტალიონს“ ესტუმრა საოპერო მომღერალი თამარ ივერი, რომელიც ამჟამად მეუღლესთან, ორ შვილთან და დედამთილთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუწყო ხელი მეორე ნახევარმა, რომ მას ამერიკაში მუშაობა შეძლებოდა:
„რაც შეუძლია, მეუღლე გვერდში მიდგას. ის ფაქტი, რომ მე მანჰეტენზე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ეს უკვე დიდი ხელშეწყობაა. ბავშვებთან ჩავდიოდი კვირაში ორჯერ, სამჯერ, ისინი ბებიასთან ცხოვრობდნენ. მეუღლემ გაისიგრძეგანა, რომ იმ პატარა ქალაქში, სადაც დედამთილი ცხოვრობს, ვერ ვიმუშავებდი და ვერც ჩემს სტუდიას გავაკეთებდი…“
