LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, რომ შვილებისთვის პირველ რიგში მეგობარი ვიყო… ალბათ წლები უნდა, რომ გაათვითცნობიერონ, ვინ არის მათი დედა“ – თამარ ივერი

248
თამარ ივერი

სოპრანო თამარ ივერი, შვილებთან ერთად „ჩვენი ოჯახის“ სტუმარი იყო.

თამარ ივერმა ნინა-ლიზასთან და უგო-ავთანდილთან ერთად პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

თამარ: „მინდა, რომ შვილებისთვის პირველ რიგში მეგობარი ვიყო, რამდენად ვიქნები მათი კერპი, მუსიკალური თვალსაზრისით, ამას დრო გვიჩვენებს. ალბათ წლები უნდა, რომ გაათვითცნობიერონ, ვინ არის მათი დედა. ჩემს ჩანაწერებს უსმენენ – მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ურჩევნიათ, რეპს უსმინონ. რომ ვეუბნები, ოპერა მოისმინეთ-მეთქი, მეუბნებიან, რომ გავიზრდები, მერე მოვუსმენო“.

უგო-ავთანდილი:

„მე მინდა, ფეხბურთელი, ან მოჭიდავე გამოვიდე“.

ნინა-ლიზა:

„მე ჯერ არ ვიცი, რა მინდა გამოვიდე, მაგრამ ძალიან მინდა, ელექტრონულ გიტარაზე დაკვრა ვისწავლო“.

თამარ ივერი:

„ჩემ ქალიშვილი ჯერ ძალიან ჩამოუყალიბებელია. ერთ თვეს უნდა, რომ პოლიციელი გამოვიდეს და „ეფბიაი“ – ში მუშაობდეს, მერე უცებ როკერობა მოინდომა. ელექტრონული მუსიკა იქნება, თუ როკი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მუსიკას აირჩევს, ეს უკვე ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს

სანამ ამერიკაში წავიყვანდით, დადიოდნენ მუსიკაზე და მღეროდნენ. მერე აშშ-ში პენსილვანიაში გადავედით და უცებ აღმოვჩნდით „საჰარაზე“. სულიერი საზრდო მათ დააკლდათ, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. სიმღერამ მათთვის კარი გაიხურა, იმედია დროებით.“ – ამბობს თამარი ივერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები