საოპერო მომღერალი თამარ ივერი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რატომ მოუწია ოჯახთან ერთად აშშ-ში საცხოვრებლად წასვლა და რა დიაგნოზი დაუსვეს მას ამერიკაში:
„ამერიკაში კარიერაში წინსვლისთვის არ წამოვსულვარ – ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს დედამთილს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, დაუდგინეს სიმსივნე, დაუნიშნეს მკურნალობის კურსი, დასხივება, ქიმია. მისი ქალიშვილი ოჯახით ცხოვრობს ამერიკაში, ჩვენ კი შორს ვიყავით. ჩემს მეუღლეს საოცარი მიჯაჭვულობა აქვს დედასთან, ძალიან განიცდიდა, ამ მძიმე დროს მასთან ერთად რომ არ იყო. მე გავიზიარე მისი წუხილი, თუმცა არც ისე იოლი იყო ბავშვებთან ერთად აქ ყველაფრის დატოვება და გამგზავრება, მაინც მივიღე წასვლის გადაწყვეტილება. როგორც ხელოვანმა, ადვოკატის დახმარებით ავიღე ოჯახური მწვანე ბარათი და გავემგზავრეთ.
ახლა ჩემი დედამთილი უკეთესადაა. რაც მთავარია, ბედნიერია, რომ ოჯახის ყველა წევრი მის გვერდითაა..
ხმასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. ორჯერ გადავიტანე კოვიდი და იმ პერიოდში გაჩერებული ვიყავი. დროის გასვლის შემდეგ სიმღერა დავიწყე და ბგერებს ხრიწნი შევამჩნიე, ჰაერის ნაკადსაც ვაყოლებდი. მივმართე ექიმებს და დაადგინეს, რომ ეს არის კუჭის რეფლუქსი. მიმკურნალეს, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე. ამის გამო ბევრი კონცერტი გავაუქმე. ამერიკაში მარტო ამსითვის ღირდა ჩამოსვლა, რომ აქ მითხრეს რეალური მიზეზი. ეს არანაირი რეფლუქსი არ არის. ვირუსის გადატანის შემდეგ მარცხენა სახმო სიმის ნერვის ატროფია გამოდგა, ანუ სახმო სიმები არ ვიბრირებენ შეწყობილად. ამის წამალი არ არსებობს. უნდა გაიარო ხმის თერაპიები, გავდივარ ტრენინგებს და ორი თვეა, ახმოიხვრა პრობლემა, უკვე ოქტომბრისთვის დავნიშნე ესპანეთში კონცერტი…“
