„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ახლახან გათავისუფლდა, გადაცემა “პროფილს” სტუმრობდა, სადაც აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლა მისთვის ნახევარ თავისუფლებას ნიშნავს.
“მე მოვიხადე სასჯელი, მაგრამ ნამდვილად მქონდა იმედი, რომ მე და მაია ერთად დავტოვებდით ციხეს. საქმეს მაია სჭირდება, მისი ურთიერთობები, ხელმოწერები, მაიას ჩართულობა და მაიას ცოდნა საქმესთან, პრობლემასთან დაკავშირებით. მეგონა ეს შესაძლებელი იყო.
იცით, ვისაც ჰგონია, რომ მაია, რომ იქ არის უკეთესია, არა – საქმისთვის ბევრად ცუდია. ტექნიკურად ამ ყველაფრის კეთება გართულებულია.
ჩემთვის ეს ნახევარი თავისუფლებაა, იმდენად ერთია ჩვენი მისწრაფება, რომ ეს აქ ჩემი დამატებითი წვალებაა.
ჩემთვის ციხიდან გამოსვლა ნახევარ თავისუფლებას ნიშნავს, რომ შემძლებოდა არ დავტოვებდი საპყრობილეს, გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ რომ საშინელი უსამართლობის განცდა მაქვს”, – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.