LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ ეკლესიებში ზარების დამრეკავს რობოტებით ანაცვლებენ

190

რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების თქმით, რუსეთში ამჟამად 40 ათასამდე ტაძარია. 30 წელიწადში, ამავე ტემპებით მათი რაოდენობა ორჯერ გაიზრდება. ყველა ამ ეკლესიას შესაძლოა არ ეყოს ზარის პროფესიონალი დამრეკავი (მნათე), თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, – მათ “ელექტროდამრეკავებით” შეცვლიან, ანუ რობოტებით.

ელექტროდამრეკავის შემქმნელების თქმით, ასეთი რობოტები უკვე ჩამონტაჟებულია რუსეთის ასამდე ეკლესიაში, ისევე როგორც საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში.

რუსული ეკლესია რობოტების დამონტაჟების წინააღმდეგ არ გამოდის. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრ ვოლკოვის თქმით, ტექნოლოგია გავრცელებულია არამხოლოდ რუსეთში, არამედ ბერძნულ ეკლესიებშიც.

“ეს სავსებით ნორმალური პრაქტიკაა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ზარის პროფესიონალი დამრეკავის ყოლის საშუალება არ არის,” – ამბობს ვოლკოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g