LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, მედვედევი იქნებოდა: პოდოლიაკი

130
ing (1)

“ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე?” – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ეხმიანება.

როგორც მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ეს მედვედევი იქნებოდა:

“რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონდეს, ეს იქნებოდა მედვედევი – პატარა ადამიანი უზარმაზარი კომპლექსებით, რომელიც შხამს ასხამს უკრაინას ან ემუქრება მსოფლიოს, იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია გაიმყაროს და თავი დაიმკვიდროს. უკრაინა იყო, არის და იქნება, საკითხავია, სად იქნებოდა დიმიტრი მედვედევი ორ წელიწადში”, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს დიმიტრი მედვედევმა დაწერა:

“ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, „ლენდ-ლიზით“ სურს ოკეანის იქითა მფლობელებისგან მიიღოს LNG (თხევადი ბუნებრივი აირი) 2 წელიწადში გადახდის პირობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ გაიყინება ამ ზამთარში. ისმის კითხვა: და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? თუმცა ამერიკელებისთვის სულერთია – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს პროექტში „ანტი-რუსეთი“, რომ დანარჩენი მათთვის წვრილმანია”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g