LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას უარყოფს

271
s7-copy

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ უარყოფს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგა.

16 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააგენტომ ავიაკომპანია „სიბირს” მისცა მოსკოვი-ქუთაისის რეისების შესრულების ნებართვა, ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლა აღდგა.
„როსავიაციის“ წარმომადგენელმა სააგენტო РБК-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია „სიბირ”-მა მხოლოდ ნებართვა მიიღო და ავიარეისების შესრულებას საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაიწყებს.

რუსეთთან პირდაპირი ფრენები, შესაძლოა, ნოემბრიდან აღდგეს

რას წერს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით

მედიის ინფორმაციით, რუსული საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დოკუმენტი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლა 8 ივ­ლი­სი­დან შე­წყდა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა 22 ივ­ნისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 8 ივ­ლი­სი­დან რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აეკ­რძა­ლათ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g