LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს – კახა კალაძე

210
კალაა

რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. განცხადება პარტიის ოფისში, გუნდის წევრებთან ერთად გაკეთდა.

კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება არასწორი და დაუშვებელი იყო. 

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სახელით მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ იმ იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტში. პირველი რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს. ბუნებრივია ამ ფორმით არ და ვერ გაგრძელდება. საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია ყველა პლატფორმას ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებისთვის. საქართველო ასამბლეის წევრია უკვე 26 წელია, თუმცა დაუშვებელი და არასწორი იყო საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს ამ ფორმით და მით უმეტეს რუსი დეპუტატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ და ვებრძვით ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ყოველდღე და ყოველწუთს. უნდა ვებრძოლოთ და ვიბრძვით რაციონალურად, განათლებით, საქმით, ეკონომიკის განვითარებით და ერთიანობით. დღეს საზოგადოებაში და მთლიანად გუნდში არის სრული კონსესუნსი მომხდართან დაკავშირებით. ამ მძაფრი ემოციების ფონზე, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყნის მტერს სიტუაციით სარგებლობის შესაძლებლობა მივცეთ. დიახ, მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g