LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული „GQ“ ირაკლი კვირიკაძის შესახებ წერს – „ქართული კინოს იმედი“

549

რუსული „GQ“-ს 2017 წლის ოქტომბრის ნომრის ერთ-ერთი გმირი „მძევლების“ მთავარი პერსონაჟი, მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. მის შესახებ მასალა პოპულარული ჟურნალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოებზე ირაკლი ქართველი დიზაინერის ირაკლი რუსაძის მიერ შექმნილ კოსტიუმშია გამოწყობილი.

„ირაკლი კვირიკაძე – ქართული კინოს იმედი და „მძევლების“ მთავარი საგანძური“ – ასე არის დასათაურებული სტატია, სადაც ქართველი მსახიობის შესახებ მოგვითხრობენ.

წერილში ვკითხულობთ:

„კინოეკრანებზე გამოვიდა „მძევლები“ – ფილმი თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელმაც საბჭოთა საქართველოს ისტორია „მდე“ და „შემდეგ“ გაყო. კინოსურათში მთავარი როლი ირაკლი კვირიკაძემ შეასრულა – ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა, რომელსაც მყარად აქვს გადაწყვეტილი აშშ-ში წარმატების მოპოვება.

„ბოდიში, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტად მიძნელდება რუსულად ლაპარაკი, რადგან ბოლო დროს, ძირითადად, ინგლისურად მიწევს ყველასთან ურთიერთობა“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარი ირაკლი კვირიკაძე, 25 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ახლა ლოს ანჯელესში ცხოვრობს და თავს ამერიკელ მოქალაქედ მიიჩნევს. რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“, რომლის პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე ამა წლის თებერვალში შედგა, ირაკლისთვის საერთაშორისო ასპარეზის შესანიშნავი სტარტი გამოდგა…

ბედის ირონიით, ირაკლის გარკვეული კუთხით იმავე სცენარით მიჰყავს თავისი ცხოვრება, როგორც გეგა კობახიძეს, მის გმირს „მძევლებიდან“. მანაც, როგორც მისმა პერსონაჟმა, გადაწყვიტა  სამშობლოს დატოვება და ოკეანის გაღმა საცხოვრებლად წასვლა. ამასთან, ირაკლი და მისი გმირი საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს, როგორც გარეგნულად, ასევე ხასიათითაც. ამას აღნიშნავს ყველა, ვინც საქმის მთავარ ფიგურანტებს იცნობდა (როგორც მსახიობი ამბობს, მისი ოჯახი ძალიან ახლოს იყო გეგას მშობლებთან, განსაკუთრებით, დედასთან). საზღვარგარეთ გამგზავრების მეთოდები კი ორ ახალგაზრდას განსხვავებული ჰქონდა, ირაკლისთვის, საბედნიეროდ, საზღვრები ღია იყო, მაგრამ თავის გმირთან საბედისწერო მსგავსებას უჯრედულ დონეზე გრძნობს – „აღარ შემეძლო საქართელოში ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატსმოფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ. იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“.

ახლა ირაკლი ლოს ანჯელესშია: „ეს ყველაზე მყუდრო და კომფორტული ადგილია დედამიწაზე“. ის თანამშრომლოსბ აგენტთან, რომელიც მისთვის როლებს ეძებს. ირაკლი ამბობს, რომ „მძევლების“ შემდეგ მისმ მიმართ ინტერესი გაიზარდა, დაურეკეს გერმანიიდა როლზე მოსასინჯად, აშშ-ში კი შესაძლოა, ერთ-ერთ სერიალში ითამაშოს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g