LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული“ – 120 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

163
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

„ქართველი ხალხის ნება ურყევია. ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ – ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს“, – ამის შესახებ აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 120 NGO აწერს ხელს.

როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, „ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მიიღებს“.

„14 მაისს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღეს. საქართველოში პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველა ჩვენი წინაპრისა და თანამემამულისა, ვინც ორასზე მეტი წლის განმავლობაში საქართველოს გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი კანონპროექტის კანონად ქცევამდე პრეზიდენტის ვეტო რჩება, რომელიც პარლამენტმა არ უნდა დაძლიოს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქართველი ხალხი რუსულ კანონებს, ძალადობრივ მმართველობასა და დასავლური სამყაროსგან მოწყვეტას არ მივიღებთ. სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია და ევროკომისიის განცხადებას, რომლის თანახმად კანონი გაწვეულ უნდა იქნას.

კანონი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ტექსტი, არამედ გადაიქცა ხელისუფლების ხალხზე ძალადობის, დაშინებისა და ქვეყნის ღალატის სიმბოლოდ. სწორედ ამ ძალადობის და დასავლური ვექტორის შეცვლის შემაკავებელი კანონზომიერი შედეგი იქნება პერსონალური ფინანსური სანქციები, რომელიც მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდებათ, ვინც ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა პირადი ინტერესი დააყენა.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  1. ა(ა) იპ “ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
  2. ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
  3. ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განივითარების ფონდი
  4. ა(ა)იპ ფარდაგები რაჭიდან
  5. ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი
  6. ააიპ ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  7. ააიპ სოციალური საწარმო თავისუფალი სივრცე
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო განათლების ქსელი
  10. ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი – ახალი თაობა
  11. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
  12. ახალგაზრდილი პლატფორმა – WETALK
  13. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  14. ახმეტის ახალგაზრდული ალიანსი
  15. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  16. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  17. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  18. დემოკრატიის ინსტიტუტი
  19. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  20. დემოკრატიის მცველები
  21. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  22. ევროპის ფონდი
  23. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  24. ეკო ცენტრი
  25. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  26. ვი2თექ ჯორგია
  27. ვინტილატორი / Vintylator
  28. ზ/სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი
  29. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  30. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  31. თემი ქედელი
  32. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  33. კავკასიის ეკომეწარმეთა ასოციაცია (CEA)
  34. კომლი
  35. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
  36. მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში
  37. მედია აპრილი
  38. მედიაომბუდსმენი
  39. მესხეთის სამოქალაქო საზოგადოება
  40. მზიანი
  41. მთისა – მთის განვითარებისთვის
  42. მიშგოვ ლარდა (ზემო სვანეთი)
  43. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  44. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი
  45. მწვანე ალტერნატივა
  46. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  47. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
  48. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  49. პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის
  50. პლატფორმა სალამ
  51. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  52. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
  53. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  54. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  55. საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო
  56. საზოგადოება და ბანკები
  57. სათემო ფონდი ლელი
  58. საინიციატივო ჯგუფი “მოძრაობა”
  59. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  60. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG
  61. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
  62. სამოქალაქო იდეა
  63. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
  64. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  65. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  66. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  67. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  68. საფარი
  69. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  70. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  71. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  72. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოცისცია
  73. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  74. საქართველოს ევროპული ორბიტა
  75. საქართველოს მომავლის აკადემია
  76. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  77. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  78. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  79. საქართველოს სასოფლო დარბაზი
  80. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  81. საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი
  82. სახეობათა კონსერვაციის ცენტრი “ნაკრესი”
  83. სოლიდარობის თემი
  84. სოციალურ საწარმოთა ალიანსი
  85. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  86. სოციალური საწარმო იკორთა
  87. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  88. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  89. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი
  90. უფლებები საქართველო – Rights Georgia
  91. ფემეა
  92. ფემინა
  93. ფონდი აურეს
  94. ქალები საქართველოდან
  95. ქალთა ასოციაცია “ვაკეთოთ ერთად”
  96. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  97. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
  98. ქალთა სათემო რადიო WW
  99. ქალთა ფონდი “სოხუმი”
  100. ქვემო ქართლის მედია
  101. ღია სივრცე კავკასია
  102. ყვარლის ევროკლუბი
  103. შშმ ქალთა ალიანსი
  104. ჩემი იმერეთი
  105. ჩემი ხარაგაული
  106. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  107. ცოდნის კაფე
  108. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  109. წერტილი
  110. ჭკვიანი სოფელი საქართველო
  111. Act 4 transformation’s Caucasus Office
  112. CENN
  113. HEKS+EPER Georgia
  114. International Business Development and Investment Promotion Center
  115. Mestia Lag
  116. Potteria
  117. ProActive Group Georgia
  118. Promote Georgia
  119. ProYouth Sakartvelo/პროიუზ საქართველო
  120. Start now
magti 5g