უკრაინაზე გამავალი საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო, რუსული კომპანიები ბულგარეთის ბაზარს გათხევადებულ ბუნებრივ აირს (LPG) საქართველოს გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ფოთის პორტიდან ბულგარეთის მიმართულებით გადაზიდვები ივლისიდან დაიწყება.
როგორც Reuters იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია ნავთობის საინფორმაციო-ანალიტიკურ პლატფორმა Refinitiv Eikon-ზე გამოქვეყნდა. Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში, დაახლოებით, 3000 ტონა LPG-ს რუსეთის ქალაქ სურგუტიდან საქართველოში ჩაიტანენ და რკინიგზით გადაზიდავენ ფოთის პორტში, საიდანაც ბორნით წაიღებენ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში. სურგუტიდან ამ საწვავის მიმწოდებლები არიან “გაზპრომი” და “სურგუტნეფტეგაზი”.
„თავად LPG-ის მიწოდება სანქცირებულ საქმიანობას არ წარმოადგენს,“ – წერს Reuters.