LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული მედია: რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია

60
D9303B38-AEE0-477F-A23E-96250C48DBCD

„ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანაა“, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „რესპუბლიკის“ ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების ნაკადი საქართველოს მიმართულებით.

სატრანზიტო მანქანების საერთო რაოდენობა 4 800-ია, მათ შორის 1 300 სატვირთო მანქანაა, 3 500 კი – მსუბუქი ავტომობილია.“ – აღნიშნა ტომაევმა.

მისივე თქმით, გასულ კვირას ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა და 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია.

ФСБ: ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ

პოპულარულები