რუსული სამხედრო გემი აშშ-ის იმ ორი საზღვაო გამანადგურებლისკენ მიემართება, რომლებიდანაც გამთენიისას სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.
ინფორმაციას FOXNEWS ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განცხადებით, რუსულმა ფრეგატმა, „ადმირალი გრიგოროვიჩი RFS-494“ რამდენიმე საათის წინ გადაკვეთა ბოსფორის სრუტე და ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა.
რუსული ფრეგატი “ადმირალი გრიგოროვიჩი” კალიბრის ტიპის რაკეთებითაა შეიარაღებული.
პარასკევს, აშშ-მ სირიის ავიაბაზა დაბომბა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ აჯანყებულების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აშშ-ს ქმედება რუსეთმა დაგმო.