LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

60
Capture

წუხელ რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი – ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ ავრცელებს.

ამავე ცნობის თანახმად, ყველაზე მეტად დაშავებულია 39 წლის მამაკაცი.

ნიკოპოლში, რომელიც ყველაზე მეტად დაიზანდა, 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები დაზიანდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g